Thursday, July 28, 2011

სათაური კომპიუტერი და ვირუსები

1. სათაური           კომპიუტერი და ვირუსები

2.მოკლე აღწერა

    მოსწავლე კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რომლის ცოდნა აუცილებელია ყველა საგანში და  დღევანდელ ცხოვრებაში. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ამ ტექნოლოგიების დაცვა ვირუსებისგან.

3. პროექტის  ვრცელი აღწერა

     კომპიუტერის ვირუსით დასნებოვნების შედეგად  შეიძლება დაზიანდეს იგი, რაც დაეტყობა მის წარმადობას.   მწყობრიდან გამოიყვანოს ინფორმაციული სისტემა და მთლიანად გაასუფთაოს მყარი დისკი არსებული ინფორმაციისაგან.
    მოსწავლეები იძიებენ ყოველგვარ ინფორმაციას კომპიუტერის დანიშნულების შესახებ. იკვლევენ, რა სახის ვირუსი არსებობს.
    კომპიუტერი მაქსიმალურად რომ დავიცვათ ვირუსებისაგან, აუცილებელია არა მარტო თანამედროვე და ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, არამედ სიფრთხილის ზომების დაცვა. განსაკუთრებით ქსელსა და ინტერნეტში ჩართვისას, ელ. ფოსტით სარგებლობის დროს. ამიტომ კომპიუტერის საიმედოდ დაცვისათვის საჭიროა შევასრულოთ სპეციალური წესები:
  . ყოველდღიურად განვაახლოთ ანტივირუსული ბაზა;
  . გავხსნათ ფაილები შემოწმებული წყაროებიდან;
 . ყოველთვის შევამოწმოთ ელ.ფოსტით მიღებული და ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ფაილები ანტივირუსული პროგრამით.
 რადგან ყოველდღე ჩნდება ახალი ვირუსები, ანტივირუსული პროგრამის მწარმოებლებიარ იძლევიან ვირუსისაგან დაცვის 100% –იან გარანტიას.
 
4. მონაწილეთა ასაკი

   კომპიუტერის მზრუნველობასა და მოვლაზე ყურადღებას იჩენენ მე–6 კლასის მოსწავლეები. გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით რეგულარულ კავშირს ამყარებენ სხვა მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, სისტემატურად იძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში და ეს ეხმარება ბავშვებს გამოცდილების მიღებაში.

5. ვადები:    2 კვირა

6 პროექტის აქტივობები

    .კლასში ტარდება გაკვეთილები თემისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით;
   .ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები. ყველა საგნის მასწავლებლები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ცოდნას, თუ როგორ დაიცვან კომპიუტერი ვირუსებისაგან.  საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით ხდება ინფორმაციის მოძიება, ბუკლეტების გამოშვება, ფილმების ჩვენება.

^7. მოსალოდნელი შედეგები

  კომპიუტერის ვირუსებისაგან დაცვასთან დაკავშირებით შეიქმნას ბროშურები, გაკეთდეს ფოტო და ვიდეო კოლაჟი, მოეწყოს პრეზენტაცია, შეიქმნას სტენდები, გაკეთდეს ბლოგები.
დღეისათვის დაავადებულ კომპიუტერთა რიცხვი 3000000–ს აღწევს.ექსპერტთა აზრით კომპიუტერული ვირუსების გავრცელება შეიძლება ხდებოდეს ერთი ცენტრალური კომპიუტერიდან. ექსპერტები თვლიან, რომ მიზანშეწონილია ანტივირუსული პროგრამების გააქტიურება.

8. სასარგებლო სხვებისათვის:

  გაიზარდება მოსწავლეთა და პედაგოგთა პასუხისმგებლობა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ურთიერთობის დროს, მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას, რათა დაიცვან კომპიუტერი. ჩატარდება კონფერენციები, სადაც მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა  სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები. მოეწყობა დისკუსიები.


 9. სამუშაო ენა– ქართული (საგაკვეთილო აქტივობისას გამოიყენება შესაბამისი უცხო ენა). ყოველ გაკვეთილს აქვს კონკრეტული მიზანი, გამომდინარე ეროვნული სასწავლო გეგმიდან.

10. საგნობრივ ჯგუფებთან/

ინტეგრირებული ყველა საგანთან.


პროექტის ფასილიტატორი:      ნონა ხუციშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:   nonakhutsishvili5@gmail.com
……..

No comments:

Post a Comment